მსოფლიო საზოგადოება

“საყვარელ ადამიანებს ხშირად უთხარით რომ გიყვართ”: სტატუსი, რომლის ავტორი გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა

ასე იწყება ფეისბუქზე სტატუსი, რომლის ავტორი გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. მან დაწერა ის, რაზეც სიკვდილის წინ ფიქრობდა. ავსტრალიელმა ჰოლი ბატჩერმა ეს პოსტი თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. სიცოცხლით სავსე გოგოს 26 წლის ასაკში მულოდნელი დიაგნოზი დაუსვევს – იუნგის სარკომა, ძვლის ავთვისებიანი კიბო. მან დიაგნოზის გაგებიდან მხოლოდ ერთი წელიწადი იცოცხლა.

“უცნაურია გაიაზრო, რომ მალე მოკვდები, როცა 26 წლის ხარ. ამ ასაკში სიკვდილს საერთოდ აიგნორებენ. დღეები გადის და შენ ფიქრობ, რომ სამუდამოდ ასე იქნება.

მაგრამ ცხოვრება სუსტი, ძვირფასი და ამოუცნობი რამ არის.

ახლა მე 27 წლის ვარ და არ მინდა სიკვდილი. მე მიყვარს ცხოვრება. ბედნიერი ვარ. მინდა, ვიცოცხლო მათთვის, ვინ ჩემთვის ძვირფასია… მაგრამ ვეღარაფერს შევცვლი!

სიკვდილის მოლოდინი მართლა ძალიან მძიმეა.
თავი დაანებეთ წვრილმანებზე ნერვიულობას. დაფიქრდით და გაიხსენეთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მოურჩენელი პრობლემები აქვთ.
დედას გეფიცებით, როცა წასვლის დრო მოგივათ, ეს წვრილმანები ნამდვილად არ გაგახსენდებათ.

ბევრი წუწუნებს იმის გამო, რომ სამუშაომ და სახლის საქმეებმა დაღალა.
იცით, რა არის ამ წუწუნის მიზეზი? ის, რომ თქვენი სხეული გემორჩილებათ, თქვენს ყოველ ბრძანებას ასრულებს…
დააფასეთ ჯანმრთელობა და აქტიური სხეული.
იყავით მადლიერები ყოველი დღის, რომელსაც ტკივილის გარეშე გაატარებთ.

ნაკლები შენიშვნები გქონდეთ ერთმანეთის მიმართ.
გაეცით, ბევრი გაეცით. დაეხმარეთ ადამიანებს!
დახარჯეთ ფული შთაბეჭდილებების მიღებაზე და უფრო ნაკლებად – მატერიალურ ნაგავზე.
ხანდახან მაინც ადექით ადრე, მზის ამოსვლას უყურეთ, ჩიტების ჭიკჭიკს უსმინეთ.
შეჭამეთ ნამცხვარი და ნუ გალანძღავთ საკუთარ თავს ამის გამო.
საყვარელ ადამიანებს ხშირად უთხარით, რომ გიყვართ.
მოიკრიფეთ გამბედაობა და დროზე შეცვალეთ ის, რაც არ მოგწონთ – თქვენ ხომ აზრზეც არ ხართ, რამდენი ხნის სიცოცხლე დაგრჩათ.

დაბოლოს: ჩააბარეთ ხოლმე სისხლი. ერთი დონორის სისხლმა შეიძლება სამი სიცოცხლე გადაარჩინოს.
მე კი ერთი წელი მაჩუქა. წელი, რომელიც ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარე.
ერთი წელი, რომელშიც ცხოვრება უკეთ გავიცანი და ბევრი საუკეთესო ემოცია მივიღე. ამისთვის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები”. – დაწერა ჰოლი ბატჩერმა.

dianews.ge

იტვირთბა....