ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თეთრი ხმაურის” ლიდერებმა ერთკვირინი ტაიმ-აუტი აიღეს: აქცია რუსთაველზე დროებით დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს ერთ კვირიანი ტაიმ-აუიი აიღონ. ბექა წიქარიშვილის განცხადებით ამ ხნის განმავლობაში ორგანიზატორები იმუშავებენ შს მინისტრის გაცემულ დაპირებებზე და თუ კი ისინი არ შესრულდება, მაშინ აქციები განახლდება.

„თუ არ შესრულდება დანაპირები გავაგრძელებთ პროტესტს. ერთ კვირიან ვადას ვიღებთ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესს დავაკვირდეთ, შაბათი იქნება გადამწყვეტი. ვაანონსებთ უფრო ორგანიზებულ და დიდ აქცია,“-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

ის აქციის მონაწილეებს დაემშვიდობა შაბათამდე.

უკვე მეორე დღეა, რაც ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.

რუსთაველის გამზირზე, მეორე დღეა, რაც აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

 

იტვირთბა....