ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბექა წიქარიშვილი: “შესაძლოა დიდ შედეგებს მივაღწიოთ”

“თეთრი ხმაურის”  წევრებმა ბექა წიქარიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმდინარე შეხვედრა დროებით დატოვა და აქციისი მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ყველა მათი მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს.
” ყველა ჩვენს მოთხოვნაზე მიდის ძალიან დიდი მოლაპარაკებები. შესაძლოა დიდი შედეგებს მივაღწიოთ. მთავარია ვიყოთ ერთიანად და მშვიდად. ახლა წავალ და შევუერთდები მოლაპარაკებებს” – განაცხადა წიქარიშვილმა.

ცოტა ხნის წინ შს მინისტრი გიორგი გახარია აქციის ორგანიზატორებთან სასაუბროდ მივიდა. ამ წუთებში აქციის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაძაბულია, იქ მობილიზებული არიან კონტრაქციის მონაწილეებიც, რომლებიც უპირისპირდებიან მთავარი აქციის მონაწილეებს.

უკვე მეორე დღეა, რაც ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.

რუსთაველის გამზირზე, მეორე დღეა, რაც აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

 

იტვირთბა....