გიორგი გახარია თეთრი ხამურის წარმომადგენლებს ამ წუთებში პარლამენტის შენობაში ხვდება. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ამ წუთისთვის რუსთაველის გამზირზე სიტუცია კვლავ დაიძაბულია, კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს.
თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა და ამ წუთებშიც იმართებს, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. თუმცა “თეთრი ხმაურის” აქციის პარალელურად კონტრაქცია მიმდინარეობს, რომლებიც ამ ადამიანების პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყრას ცდილობენ.
ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.