მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. ისინი ცდილობენ, პოლიციის კორდონი გაარღვიონ და პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ, სადაც კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.
ისინი ულტიმატუმზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ნახევარ საათში პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე შეკრებილები ტერიტორიას არ დატოვებენ, სიტუაციაზე პასუხს აღარ აგებენ.
აქციაზე „ქართული მარშის“ რამდენიმე ლიდერიც იმყოფებოდა.
წყლის ჭავლის მტყორცნი ორი მანქანა მობილიზებულია თბილისი მარიოტის მხარეს. ადგილზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, რომლებიც აღჭურვილი არიან ცრემლსადენი ჭურვებით. გადაკეტილი რუსთაველის გამზირი კინო რუსთაველის მხრიდანაც სადაც სპეცრაზმმა გზა ყვითელი ავტობუსებით გადაკეტა.
თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა და ამ წუთებშიც იმართებს, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. თუმცა “თეთრი ხმაურის” აქციის პარალელურად კონტრაქცია მიმდინარეობს, რომლებიც ამ ადამიანების პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყრას ცდილობენ.
ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.