ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე შს მინისტრი მიდის

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მიდის. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის მტყორცნი მანქანა შეიყვანეს. ადგილზე ასევე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებიც გამოჩდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებენ სამართალდამცავები-ეს არის გაფრთხილება აქციის მონაწილეებისთვის თუ აპირებენ აქციის დაშლას. წყლის ჭავლის მანქანა კონტრაქციის აქტივისტების მიმართულებით გადაადგილდება.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა “თეთრი ხმაურის” მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სადაც კლუბებში, “ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.

თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა და ამ წუთებშიც იმართებს, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

იტვირთბა....