ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თეთრი ხმაურის მოძრაობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თეთრი ხმაურის მოძრაობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, აქციას წყვეტენ.

“მეგობრებო, დროებით შევწყვიტეთ აქცია, რათა თავიდან აგვერიდებინა სიტუაციის გამწვავება. დილით პოლიციამ უკანონოდ აგვაშლევინა კარვები და ასევე გამთენიისას ადგილი ჰქონდა მცირე პროვოკაციებს. საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობს აქციის განახლების გეგმაზე. ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, მადლობა, რომ გვიდგახართ გვერდით,”- წერს მოძრაობა.

თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

იტვირთბა....