“შსს-დან გვითხრეს, რომ თუ კარვებს გავშლით დაგვარბევენ” – ასეთი განცხადება გააკეთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ “TV პირველი” პირდაპირ ეთერში.
აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა უკვე დაიწყეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერი კვირიკაშვილი დღეს განცხადების გაკეთებას არ გეგმავს, რაც არის კიდეც პროტესტის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ პრემიერმა და შს მინისტრმა თანამდებობა დატოვონ. მათი მოთხოვნით, უნდა დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.
წუხელ, კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში” სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით 8 ადამიანია დაკავებული.