ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი ციხიდან გამოუშვეს

პატიმრობაში მყოფი “გირჩის” წევრები პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პატიმრობიდან ახალგამოსულმა იაგო ხვიჩიამ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მხოლოდ პრემიერის და შს მინისტრის პრობლემა არ დგას. მისი თქმით მოვიდა გამოღვიძების და გამოფხიზლების დრო.

“კლუბებში ვერანაირი შევარდნები ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. სადაც არის ასეთი კლუბები, იქ ნარკოტიკები ყველგან მოიპოვება. ჩვენ ხომ უნდა გავიგოთ სინამდვილეში რა კლავს ადამიანებს. ეს მეთოდი, როცა ნადირებივით დავსდევთ მომხმარებლებს, ეს არის არასწორი” – განაცხადა ციხიდან ახლადგამოსულმა იაგო ხვიჩიამ “TV პირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, სასამართლომ “გირჩის” წევრები, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი სამართალდამრღვევებად ცნო და 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, მას სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც შსს-ს განცხადებაში იყო ნათქვამი, ისინი პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის უშლიდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

იტვირთბა....