აქციის მონაწილეების ულტიმატუმის შემდეგ ბრიფინგი გამართა დედაქალაქის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ. მისი თქმით, მიდის სპეკულირება, რომ თითქოს ხელისუფლება წინააღმდეგია კლუბური კულტურის, რაც არ არის სწორი.
“ჩემო დებო და ძმებო, მე გთავაზობთ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. ჩვენ გვიკვდებიან ადამიანები ნარკოტიკებით. ჩვენი კარი ღიაა, შემოგვირთდნენ ახალგაზრდები და ვიმუშავოთ ერთად.
რაც შეეხება შს მინისტრის და პრემიერის გადადგომის მოთხოვნას, ეს იყო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებები ახალგაზრდების მხრიდან.
მე რა ინფორმაციას მაქვს დაკავებული 8 მოქალაქედან 2 გამოუშვეს და 6 რჩება პატიმრობაში”. – განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ პრემიერმა და შს მინისტრმა თანამდებობა დატოვონ. მათი მოთხოვნით, უნდა დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.
წუხელ, კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში” სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით 8 ადამიანია დაკავებული.