ახალი ამბები მთავარი სამართალი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აქციაზე მოსალაპარაკებლად მივიდა

რუსთაველზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მოსალაპარაკებლად მივიდა.

„ჩვენთან მოვიდა საპატრულო პოლიციის უფროსი, მას უნდა დალაპარაკება, ჩვენ წავუყენებთ ჩვენს მოთხოვნებს. უფროს მიაჩნია, რომ ხალხის რაოდენობა არ არის იმდენი, რათა გზის სავალი ნაწილი გადაიკეტოს. თუმცა პოლიციის უფროს უარი ვუთხარით და გზის სავალ ნაწილს არ გავათავისუფლებთ. ასევე მოვითხოვთ, რომ ის სპეცრაზმი, რომელიც წუხელ გვარბევდა ეს ტერიტორია დატოვოს. პოლიციის უფროსი უარს გვეუბნება”,-განაცხადა წიქარიშვილმა.

 

აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ პრემიერმა და შს მინისტრმა თანამდებობა დატოვონ. მათი მოთხოვნით, უნდა დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

იტვირთბა....