„ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ – ამ ლოზუნგით აქცია ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე დაიწყო. ადგილზე უკვე იმყოფებიან სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლებიც.ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც. თუმცა, გასული ღამისგან განსხვავებით, მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა.
აქციის მონაწილეები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სახელმწიფო, ნარკორეალიზატორების ნაცვლად, ბრძოლას უცხადებს თავისუფალი აზრის გამოხატვას და ლახავს ადამიანების მთავარ უფლებას.
აქცია რუსთაველზე
Gepostet von Rustavi 2 am Samstag, 12. Mai 2018