თეთრი ხმაურის გვაინ ღამით თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს
“12 მაისის შავი პარასკევის მოვლენბამდე ჩვენ კონკრეტული პირები გვწერდნენ და გვაწვდიდნენ ინფორმაციას რომ იგეგმებოდა მიზანმიმართული პროვოკაცია ღამის კლუბებზე, წყაროები რომელთა სახელებს ამ ეტაპზე არ ვასახელებთ გვატტყობინებდნენ რომ შსს-ს თანამშრომლებს დაკავებული ყავდათ პირები რომლთა გამოყენებასაც აპირებდნენ კლუბების წინააღმდეგ საქმეების შესაკერად. აღნიშნულის შესახებ ჩვენ ვაცნობეთ კლუბების წარმომადგენლებს, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ კლუბები დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ უდანაშაულობაში, აღნიშნული ინფორმაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ მიგვიცია.
12 მაისის ღამის მოვლენებმა ფაქტობრივად დაადასტურა წყაროს ინფორმაცია რაც ჩვენთვის წარმოადგენს ალიბს. მოვლენბმა ფაქტობრივად ცხადყო, რომ სამართალდამცველები მოქმედებდნენ წინასწარ გაწერილი სცენარით.
წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა კლუბებში ადგილი ქონოდა დადგმულ საკონტროლო შესყიდვებს, რომელიც ასევე ინსცენირებული ფარული გადაღებებით აღბეჭდილი იქნებოდა ფირზე.
ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათსავე მიერ.
ვთხოვთ საზოგადოებას, არ აყვეთ ჩამდებთა ბრიგადების სცენარებს, შეხედეთ საკითხს ცივი გონებით და გახსოვდეთ, გამსაღებლები არიან სისტემაში, ეს არის მათი რევანში საღ აზრზე და ადამიანებზე ვინც პირველებმა მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებას რომ შემოყრილია მკვლელი ნარკოტიკული საშუალებები. ეს მკვლელობებიც იყო მიზანმიმართული, სწორედ იმისთვის რომ შეექმნათ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი კლუბებისა და სიმართლისთვის მებრძოლ ჯგუფების მიმართ.” – ნათქვამია განცხადებაში