გუშინ, გვიან ღამით, სპეცოპერაციის დროს დაკავებული კლუბ ბასიანის დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი, რუსთავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ადვოკატი მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა, გაერკვია, სად იყო მოთავსებული ზვიად გელბახიანი.
ადვოკატი ამბობს, რომ ზვიად გელბახიანის ცემის ფაქტი არ დასტურდება.
ის დაკავებულია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.
თავად ზვიად გელბახიანი ბრალს არ აღიარებს.