“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით “CRRC საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით 6%–ს სჯერა, რომ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ თავისი ნებით გადაკვეთა საზღვარი, ხოლო 38%–ს მიაჩნია, რომ იგი მოიტაცეს.
- 18% მიაჩნია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქართულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს გადასცეს
- 15%–ს მიაჩნია, რომ მუხთარლი აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს ქართული მხარის დახმარებით
- 5%–ს სჯერა, რომ აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს
- 36%–მა არ იცის
- 19%–ს არაფერი სმენია აფგან მუხთარლის შესახებ