გუშინ ღამით, ზუგდიდში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ქალი მას შემდეგ გაძარცვეს, რაც საკუთარ სახლში შედიოდა. უცნობმა მამაკაცმა მას საფულე წაართვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.