პარლამენტის მიერ პარტიათა დაფინანსების წესში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელზეც ოპოზიციური პარტიები ვეტოს დადებას ითხოვდნენ, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. კანონში შეტანილი ცვლილებები გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერით “საკანონმდებლო მაცნეში“ გუშინ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.
”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე მიიღო.
ოპოზიციამ კი ერთობლივი წერილით გიორგი მარგველაშვილს დღეს მიმართა და ვეტოს დადება მოითხოვა.