ავსტრიაში, ქალაქ ვენაში სახლების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შენიშნეს სამი მამაკაცი, რომლებიც საეჭვოდ იქცეოდნენ – ყურადღებით აკვირდებოდნენ სახლების კარებსა და ფანჯრებს და ირგვლივ არსებულ სიტუაციას სწავლობდნენ.
პოლიციამ ისინი საეჭვოდ მიიჩნია და მათზე დაკვირვება გააგრძელა. მათი თვალთვალის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ისინი ერთ-ერთ სახლში შეიპარნენ. პოლიციამ ქურდები ფაქტზე დააკავა.
„ეჭვმიტანილებმა გაქცევა სცადეს, თუმცა ჩვენმა თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ჰარალდ სოროსმა.
ამჟამად საქართველოს სამივე მოქალაქე პატიმრობაში რჩება, პოლიცია სხვა საქმეებთან მათ კავშირს სწავლობს.