ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ევროვიზიის” ფინალში საქართველო ვერ გადავიდა

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ „ევროვიზია 2018-ის“ ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდა. ჯგუფმა სიმღერა “შენი გულისთვის”  შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში „ალტის არენას“ სცენაზე იმართება. მეორე ნახევარფინალში 18 კონკურსანტი მონაწილეობდა. მათგან საუკეთესო ათეული შეირჩა, რომელიც ფინალში 12 მაისს იმღერებს: სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, ჰოლანდია, სლოვენია.

„ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალი 8 მაისს გაიმართა და ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია.

 

იტვირთბა....