ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე მის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატობაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს  გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. მისი თქმით,  ამ საკითხზე ბოლო ორი თვის განმავლობაში, ბევრი ჭორი გავრცელდა, თუმცა არც ერთი მათგანი რეალობას არ შეესაბამება.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი ჭორი წამოვიდა. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება რეალობას, თუმცა რაც შემიძლია დავადასტურო, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად ეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე ახლა ვარ იმ თანამდებობაზე, სადაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიაჩნია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი შესაძლებლობებისა და ხედვების რეალიზაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მანამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ თქვა, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტოდ რამდენიმე კანდიდატს განიხილავს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

იტვირთბა....