გერმანიის ქალაქ აახენში, სადაც კარლოს დიდის პრემიის დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიაზე ერთმანეთს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შეხვდნენ.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა “ნორმანდიული ფორმატის” ფარგლებში არ გამართულა, რადგან მას რუსული მხარე არ ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ კარლოს დიდის წლევანდელი პრემია ემანუელ მაკლრონს გადაეცა, “ახალი ევროპის ენერგიული ხედვისთვის”.
უკრაინის პარტნიორები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღადგინონ. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ახენში, პეტრო პოროშენკოსთან და ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ვიცით, რომ საერთაშორისო კონფლიქტების მოსაგვარებლად, ხშირ შემთხვევაში დრო არის საჭირო, თუმცა სამომავლოდაც ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ უზრუნველვყოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერინტეტი,- განაცხადა მერკელმა.