მარიხუანა, ეკლესიისადმი ნდობის შემცირება, საპატრიარქოში არსებული ვითარება, – “მეტრონომმა” მამა პეტრე კოლხთან ბლიც-ნტერვიუ ჩაწერა.
მეტრონომი: რას იტყვით ბოლო დროს ღამის კლუბების გარშემო მიმდინარე მოვლენებზე?
მამა პეტრე: ღამის კლუბები უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს. მაგალითად, არასრულწლოვნები “ფეის კონტროლის” გარეშე არ უნდა შეუშვან. თუ პრეცენდენტი დაუშვეს, მაშინ ეს მასობრივ ხასიათს მიიღებს და საზოგადოებასაც პროტესტის გრძნობა გაუჩნდება კლუბების მიმართ.
გარდა ამისა, კლუბური ცხოვრების მოყვყარულებიც დაზარალდებიან. უნდა შემუშავდეს ისეთი მიდგომა, რომელიც არც ერთ მხარეს არ დააზარალებს, რადგან კლუბურ ნარკოტიკებს არასრულწლოვნები არ შეეწირონ. სწორედ ამ დროს იწყება არასრულწლოვნების ფსიქიკაში ახალი გრადაციები, ახალი გადასვლები და უცებ ის ფიქრობს, რომ ნარკოტიკის მიღებით ყყველა პრობლემას მოაგვარებს. ქვეყანაში მომხდარმა ბოლო ფაქტებმა დაგვანახა, რომ მოზარდი თაობა უკონტროლოა, ამის გაკონტროლების საშუალება მშობლებს არ გააჩნიათ და ვითარების დარეგულირებას არც სახელმწიფო უწყობს ხელს. ეს ყვლაფერი კი იქითკენ მიდის, რომ ერის დეგრადირება ინტენსიურად მიმდინარეობს და ამას ხელს კლუბური ცხოვრება უწყობს. თუმცა, მე კლუბების დახურვის მომხრე არ ვარ, უბრალოდ, რეგულაციები უნდა დაწესდეს.
მეტრონომი: 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის თუ ოჯახის სიწმინდის დღე?
მამა პეტრე: 17 მაისი და ნებისმიერი სხვა დღე, ჩემთვის არის ოჯახის სიწმინდის და სიწმინდეების დაცვის დღე.მე თუ მინდა, რომ ოჯახში სიწმინდით ვიცხოვრო, ამის საილუსტრაციოდ 17 მაისი არ მჭირდება. ოჯახების უმეტესობა, შეიძლება, რუსთაველზე დადიოდეს და ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავდეს და ორივე ცოლ-ქმარი ერთმანეთს ღალატობდეს.
ასეთი ადამიანების პრეტენზია უფრო მეტად არის, რომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე იყოს. ასე ოჯახის სიწმინდეს ვერ შევინარჩუნებთ, ეს უნდა იყოს ჩვენი მოთხოვნა და ჩვენი ნება. მეორე მხრივ, ოჯახის სიწმინდის დღის დაწესება აღიზიანებს მეორე მხარეს, რომელიც თავისი უფლებების დასაცავად იბრძვის. თუმცა, ვერ მათ უფლებებს დავუჭერდი მხარს. კარს მირმა ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ ისე იცხოვროს, როგორც უნდა. ამის ტირაჟირება, ქუჩაში გამოსვლა და ვიღაცების გამოწვევა არ უნდა ხდებოდეს. ვიღაცეები რომ გამოეკიდონ ქვების სროლით, მამაო ჩვენოს ძახილით, ტალახისა და ქვების სროლით. საზოგადოების ორივე ნაწილი, ჩემთვის როგორც გარე მაყურებლისთვის, არის ფსიქიკურად აშლილი ადამიანების მდგომარეობა. თუ ვინმეს სიწმინდის დაცვა უნდოდა, ამას 17 მაისს არ დაამთხვევდა. თუ ვიღაცას საკუთარი თავის უფლებების დამტკიცება უნდა, საკუთარ თავში განიმტკიცოს უფლებები და ამისთვის სულ არ არის საჭირო, რომ ყურში ჩამყვიროს, რომ მოდი, მიიღე ისეთი ჩემი თავი, როგორიც ვარ. მოდი, მე დამიტოვოს არჩევანის თავისუფლება, მივიღო ნებისმიერი როგორც მე მსურს. ჩემი არჩევანი უნდა იყოს მივიღებ ადამიანს თუ არა.
მეტრონომი: კვლევების მიხედვით, სულ უფროდაუფრო ნაკლები ადამიანი ენდობა ეკლესიის ინსტიტუტს..
მამა პეტრე: ეკლესიაში ადამიანების სიარულის ფაქტი არ მდგომარეობს იმაში, რომ ეკლესიაში პრობლემები არის. ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია და ის საუკუნეების მანძილზე შეურყეველი იყო და ეს ყოველთვის ასე იქნება. კლდესა ზედა აღვაშენე ეკლესიანი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. თუ კონკრეტულ ადამიანებს რამე პრობლემა გააჩნიათ და ამის გამო ხალხი ტაძარში არ დადის, ეს უკვე საზოგადოების მანკიერი მხარეა. ის ეკლესიაში მოდის არა ქრისტეს გამო, არამედ რაღაცეების და ვიღაცეების გამო.
მე ამას მივესალმები, რადგან ასეთ ადამიანები უნდა დაბრკოლდნენ და მოახდინონ ლუსტრაცია და გამოჩნდეს ვინ მოდიოდა ეკლესიაში ქრისტეს გამო და ვინ კონკრეტული ადამიანების სანახავად. მინდა გითხრათ, რომ დღეს რახან საქართველოში გაიხსნა მიმოსვლები რუსეთთან, უკრაინასთან და ა.შ… მაგ. დღეს ძალიან ბევრი ირანელი დადის ეკლესიაში, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს მიმდევარია?! ასეთივე მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ეკლსიაში დადის, მაგრამ სახლში მადლის გარეშე ბრუნდება.
მეტრონომი: რას აკრძალავდით ქვეყანაში?
მამა პეტრე: ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, პირველ რიგში, ქვეყანაში ერთმანეთის სულში ხელების ფათურს ავკრძალავდი. მეორე რიგში, აბსოლუტურ უსაქმურობასა და უსიყვარულობას ავკრძალავდი. დღეს ჩვენ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ და საკუთარი ცხოვრება გვერდზე გადავდეთ ან საერთოდ არ გაგვაჩნია. როდესაც ვიღაცის ცხოვრებას განსჯი, ეს ნიშნავს, რომ შენი არ გაგაჩნია და სხვის ცხოვრებასაც აუბედურებ. ეს ყველაფერი კი არასრულფასოვნების კომპლექსიდან გამომდინარეობს.
მეტრონომი: “აიისა”..
მამა პეტრე: “აიისა” აუცილებლად ლახავს მორწმუნეების უფლებებს. შეიძლება, ვინმე მორწმუნე საერთოდ არ იყოს, მაგრამ პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსხვა, თავისთავად გაღიზიანებას იწვევს. ეს იცით რას გავს, მე თავისუფალი ნება მაქვს და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. იცით რა? თუ თავისუფალი ნება გაქვს და ეს გააკეთე, მეც მაქვს თავისუფალი ნება და თუ გამაღიზიანა ამ ფაქტმა, შეიძლება, შეურაცხყოფა მოგაყენოთ? ეს სწორი არ არის.
თავისუფალი ნება იქამდეა თავისუფალი, სადამდეც სხვის თავისუფალ და მორალურ ნებას არ ლახავს. ამ ყველაფრის ავტორი კომპლექსებითაა დახუნძლული და ცდილობს საკუთარ თავს გაექცეს უზნეობით. ეს არის ჰეროსტრატეს სინდრომი, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. თავის დროზე თეიმურაზ ერისთავი რომ არ ყოფილიყო, მარგოს გვერდით ჯაყო არ გამოჩნდებოდა. თუ იარსებებენ თეიმურაზები, ჯაყოც აუცილებლად იარსებებს. თუ ფსევდოლიბერალები იარსებებენ, მაშინ კორკოტებიც იქნებიან.
მეტრონომი: მარიხუანა თუ მოგიწევიათ და ლეგალიზაციას თუ ემხრობით?
მე მარიხუანა არასდროს გამისინჯავს, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება სხვა რამეებით “ვკაიფობ”. ჩემთვის ყველაზე დიდი კაიფი წიგნის კითხვა და ადამიანებთან ურთიერთობაა. ვისაც ეს არ შეუძლია, ის რეალობას გაურბის. რეალობას კი სუსტი ადამიანები გაურბიან. თუ გვინდა, რომ ცხოვრების წესი შევცვალოთ, გარემოს კი არ დავაბრალოთ, საკუთრ თავს დავაბრალოთ, რომ ის გარემო შევქმენით როგორიც გვინდოდა.
ამიტომ, აქედან გამოსავალი მარიხუანაში ჩაძირვა არ არსებობს, არამედ იქიდან უნდა გავიქცეთ და უკეთესი გარემო შევუქმნათ საკუთარ თავს. მერე კი პლანის ლეგალიზაცია მოხდება თუ არ მოხდება, ნაკლები პრობლემა იქნება. ხშირ შემთხვევაში აკრძალული ხილის სინდრომი ნაკლებად მძვინვარებს, როდესაც ნივთი ხელშესახებია. საინტერესო ისაა ყოველთვის, რაც დამალულია. თუმცა, ლეგალიზაცია არ ნიშნავს, რომ ეს ყველას ცხოვრების წესი გახდეს. ვფიქრობ, მარიხუანას ლეგალიზაციის თემა თითიდან გამოწოვილია. ცხოვრება ისედაც მოკლეა და ბევრი კარგი რამის კეთება შეგვიძლია და ამაზე დროის დაკარგვა არ ღირს. ჯობს სიკეთეების გაკეთებით “ვიკაიფოთ”.
მეტრონომი: რუსეთი თუ დასავლეთი?
მამა პეტრე: არც რუსეთი და არც დასავლეთი. ჩემი თავი. იმდენად ძლიერი უნდა ვიყო, რომ რუსეთმაც და დასავლეთმაც ანგარიში გამიწიოს.
მეტრონომი: როგორ უნდა მოგვარდეს საპატრიარქოში არსებული დაპირისპირება?
მამა პეტრე: მე ვფიქრობ, მთავარია კეთილი ნება. მთავარია პრობლემა დავინახოთ. პრობლემის დანახვა თავისთავად ნიშნავს მისი მოგვარების 80%-ს.