გრიშა ონიანმა გადაცემა “ფაბრიკის” წამყვანს პირდაპირ ეთერში აგინა. მისი გაღიზიანების მიზეზი კი ის სიუპრიზი გახდა, რომელიც მას ჟურნალისტმა მოუმზადა. ეთერში დაპატიჟებულ ონიანს სტუდიაში ბადრი შუბლაძე დახვდა, რომელთან შერიგებაც გასვიანმა შესთავაზა. ამის გამო კი ონიანმა ჟურნალისტ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“უნდა გეთქვა რაზეც მოგყავდი. რა პროვოკაციულად იქცევი. შენ რა სვანი ხარ და შენ რა კაცი ხარ. პირდაპირ ეთერში რომ ხარ მაგიტომ გეუბნები. პირდაპირ არაკაცი ხარ” -მიმართა ონიანმა გადაცემის წამყვანს გიორგი გასვიანს.