მეორე დღეა რამდენიმე ვეტერანი, გმირთა მოედანზე მდებარე ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან შიმშილობს. მათ სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მოშიმშილე ვეტერანები პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს მიმართავენ. ისინი ვეტერანთა კანონის დროულად მიღებას, ვეტერანთა ჰოსპიტლის მუშაობის განახლებას და ვეტერანებისთვის პენსიის ზრდას მოითხოვენ.
მათ სურთ, რომ მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანებს სიცოცხლის ბოლომდე 600-ლარიანი პენსია დაენიშნოთ.