დაკავებულ გიორგი გოგებაშვილსა და ნინო გეგელაშვილს, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზების ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულების ადვოკატმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას უსაფუძვლო და მკაცრი უწოდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
“აღკვეთის ღონისძიების მიზანი ის არის რომ პიროვნებამ ხელი არ შეუშალოს გამოძიებას, არ მიიმალოს და არ მოახდინოს მტკიცებულებათა განადგურება. ნინო გეგელაშვილმა დაკავების მომენტიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან და რაიმე საშიშროება, რომ ხელს შეუშლის გამოძიებას და მტკიცებულებებს გაანადგურებს, არ არსებობს. იმ ფონზე რომ გეგელაშვილს 5 წლის შვილი ჰყავს, ბავშვს მამასთან არ აქვს კონტაქტი და ბავშვი პრაქტიკულად, ქუჩაში დარჩა. ვფიქრობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მკაცრი იყო”, – განაცხადა მარიკა ფხალაძემ.