ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი ქარხანა გაიხსნა

თბილისში, ATC – ამიერკავკასიაში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანის გახსნის ღონისძიებას პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო, რომელმაც სტუმრებს სიტყვით მიმართა.

ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია „Elbit Systems Cyclone“-ის ერთობლივი პროექტია. საპატრნიორო ფონდის ცნობით, ქარხანაში კომპოზიტური მასალისგან სამოქალაქო თვითმფრინავების სტრუქტურული ნაწილები დამზადდება (აეროდინამიკური ზედაპირი, კარები და სხვ.)

ფონდის ინფორმაციით, პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. მათი ვარაუდით, მე-7 წელს საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადაჭარბებს.

ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებულების 90 %-ზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტია, რომლებმაც ტრეინინგები ისრაელში ELBIT-ის არსებულ ქარხანაში (ჰაიფა, ისრაელი) გაიარეს. ამასთან, ფონდში აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ქარხანაში დასაქმებულთა 100% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.

პროექტის ჯამური ღირებულება 93 მლნ აშშ დოლარია. ქარხნის მშენებლობა 2017 წლის 1 ივლისს დაიწყო.  2018 წლის 8 თებერვალს, ცნობილი გახდა რომ Boeing, Airbus და Bombardier საქართველოში წარმოებულ თვითმფრინავების ნაწილებს შეიძენენ.

იტვირთბა....