ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქევხიშვილი: “ვფიქრობ, რომ საერთო ენა მაინც გამოინახება”

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი,  ამ წუთებში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ყრილობის ჩატარება კარგი იდეა იყო.

“მე მათ ავუხსენი არსებული ვითრება და ყველა ვთანხდებით,  რომ ეს პროცერსი არ უნდა გაგრძელდეს. მე ვიცავ ფედერაციის პრეზიდენტს როგორც ინსტიტუტს და  ვფიქრობ, რომ საერთო ენა მაინც გამოინახება. პირადული დაპირისპირება არცერთ მათგანთან არ მაქვს, ჩვენ ერთ დარბაზში ვვარჯიშობთ, უბრალოდ ისინი საუბრისას აღნიშნავენ, რომ რახან გუნდი არიან ბოლომდე უნდათ ერთად ყოფნა.

მინდა მივმართო ვარლამ ლიპარტელიანს, მე მასზე წინ ვიყავი გუნდის კაპიტანი , მასზე წინ, 2009 წელს, გავლილი მაქვს ეს პროცესები,  მაგრამ ამ პრობლემებზე მე არასდროს არ გამოვსულვარ და არ მილაპარაკია საჯაროდ” – განაცხადა დავით ქევხიშვილმა

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციის დახურული ყრილობა დღეს გაიმართა , სადაც პროტესტის ნიშნად ძიუდოეისტებმა დარბაზი დატოვეს. 

 

 

იტვირთბა....