ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლიპარტელიანი: “ქევხიშვილმა უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება”

ძიუდოს ფედერაციის ყრილობის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  დავით ქევხიშვილს მეგობრულ ხელს გავუწოდებთ, თუ ის მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და დატოვებს თანამდებობას.

ლიპარტელიანის თქმით, ყრილობაზე მათ დასვეს ყველა იმ პრობლემატურ საკითხზე კითხვები, რაც ნაკრების წევრებს აწუხებთ, თუმცა დელეგატების და ფედერაციის პრეზიდენტისგან ვერ მიიღეს პასუხები.

ლიპარტელიანის თქმით, სწორედ ამის გამო დატოვეს მათ ძიუდოს ფედერაციის ყრილობა პროტესტის ნიშნად.

“ჩვენი მოთხოვნებით შევედით და დავაფიქსირეთ პოზიცია. მოვითხოვეთ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება და არ გაწირონ ქართული ძიუდო. მათ პასუხები არ გაგვცეს კითხვებზე და გვითხრეს, რომ ჯერ ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, ამის გამო დავტოვეთ ყრილობის სხდომა. ჩვენ ველოდებით დავით ქევხიშვილის ვაჟკაცურ და გონივრულ გადაწყვეტილებას და გავუწოდებთ მეგობრობის ხელს, თუ ის დატოვებს თანამდებობას”, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ნაკრების კაპიტანმა კიდევ  ერთხელ დააფიქსირა, რომ ნაკრების წევრები არ იმართებიან “გარეშე ძალების მიერ” და რომ ფედერაციას “ერთი საძმაკაცო მართავს”. რაც მისი თქმით, პროტესტის გამომწვევი ძირითადი მიზეზია.

ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, შემდეგ სამოქმედო გეგმას ჟურნალისტებს უახლოეს მომავალში გააცნობენ.

იტვირთბა....