ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

ინაშვილი: “სამწუხაროა, რომ მატყუარა პარლამენტის თავმჯდომარე გყვავს”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილის სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მატყუარაა.

“ძალზედ სამწუხაროა, რომ ცილისმწამებელი და მატყუარა პარლამენტის თავმჯდომარე გვყავს. პრეზიდენტის მოხსენება იმდენად სუსტი იყო, რომ მას მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსმა” დაუჭირა მხარიო,- განაცხადა ბატონმა კობახიძემ. მოისმინოს ჩვენი დეპუტატების გამოსვლა, როცა სხდომაზე ზის და ტელეფონს ჩაჰკირკიტებს, არ იქნება ურიგო… და მაშინ, მსგავსი ტყუილის თქმისგან მინიმუმ თავს შეიკავებს. პრეზიდენტის მოხსენება რომც მომწონებოდა, დანაშაული რაშია?! სუსტი იყო თუ ძლიერი, ეს საზოგადოებამ შეაფასოს, ბატონი კობახიძე რომელი ექსპერტია მოხსენებების დარგში, სხვა პარტიებსაც რომ ირიბად აიძულებს,- დაგმონ და დაიწუნონ პრეზიდენტის მოხსენება?! თუ იმ კატეგორიის სპიკერებს შეუერთდა, მარტო საკუთარი გამოსვლები რომ მოწონთ?!

ჩვენი ფრაქციის არც ერთ დეპუტატს არ გამოუხატავს აღტაცება პრეზიდენტის მოხსენების მიმართ. ხაზი გავუსვით საინტერესო დეტალებს და აღვნიშნეთ, რა დაგვაკლდა. ჩვენ მხარი დავუჭირეთ პარლამენტში თავისუფალი სიტყვის, როგორც ღირებულების, დაცვას და არა პერსონას, რომელსაც ბატონმა კობახიძემ, პირადი მიუღებლობის გამო, დებატის ნაცვლად, მონოლოგის რეჟიმი შესთავაზა და პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა. დაჩაგრული პერსონის- სტუმრისთვისაც რომ დამეჭირა მხარი, კონსპირაცია და უზნეობა რაშია?! აი, ეს გავაპროტესტეთ და ეს პროტესტი სულაც არაა კავშირში ჩემს პირად დამოკიდებულებასთან ბატონ მარგველაშვილთან, რაც წლების მანძილზე კრიტიკულიცაა და ზოგჯერ-პოზიტიურიც. გააჩნია, მის ნაბიჯებსა და განცხადებებს. კობახიძისგან განსხვავებით, ჩვენ გადაწყვეტილებებს პირადი განწყობების მიხედვით არ ვიღებთ. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვმოქმედებთ. ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარეს მოვუწოდებ – განაგრძოს ბოკერიასთან ჩახუტება, ეს მისი პოლიტიკური არჩევანია და “პატრიოტთა ალიანსის” კბენას თავი დაანებოს”,  – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოხსენება იმდენად სუსტი იყო, რომ მას მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსმა” დაუჭირა მხარი.

იტვირთბა....