რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „მეტრონომთან“ გერმანიიდან ქართველი არალეგალების სამშობლოში მასობრივად დეპორტაციას აფასებს. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.
გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ გერმანიას სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც მიბაძონ, თუმცა აქვე დასძენს, რომ გერმანიისგან განსხვავებით ისინი ჩვენი თანამოქალაქეებით შეწუხებულები არ არიან. მისი თქმით, გერმანია აცხადებს, რომ ქართველი არალეგალების დეპორტაციის გაადვილებისათვის საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანს და ეს უახლოეს ხანში მოხდება. ესეც შეიძლება ქართველების სამშობლოში გამოძევების ერთ-ერთ მიზეზად განვიხილოთ. თუმცა ექსპერტი ამბობს, რომ გერმანია თავშესაფრის თხოვნით ქართველების მხრიდან ყველაზე შეწუხებულია და ბოლო დროს, მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მისი თქმით, სხვა ქვეყნებში სიტუაცია ასეთი სავალალო არ არის.
გოგოლაშვილის განცხადებით, დეპორტაცია ყოველთვის მოხდება, სანამ არარეგალური მიგრაციის მცდელობა იქნება და ეს ქართველებმა სწორად უნდა გაიგონ. მისი განცხადებით დეპორტაცია სრულიად ლეგალური აქტია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. დირექტორი ამბობს, რომ ეს არ არის გერმანიის და საქართველოს სახელმწიფოების ურთიერთობის დაქვეითების გამო, როგორც ეს რუსეთის შემთხვევაში მოხდა. პირიქით, ეს არის ორი ქვეყნის შეთანხმებული ურთიერთობა და თანამშრომლობა.
„გერმანიის მსგავსად მასობრივი დეპორტაცია არ მგონია, რომ სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც დაიწყონ. უბრალოდ გერმანია ქართველმა არალეგალებმა თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე მეტად შეაწუხა. ეს არ არის პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დეპორტაცია. პირიქით, სანამ მათ სამშობლოში დააბრუნებდნენ ქართველებს ყველაფრით ეხმარებოდნენ.
უბრალოდ დაადგინეს, რომ ქართველების ნაწილს არა აქვთ ისეთი მიზეზი, რომ მათ თავშესაფარი მისცენ. თავშესაფრის მიღებას გარკვეული კრიტერიუმები სჭირდება და მას ვერ აკმაყოფილებენ. ამის გამო ხდება მათი სამშობლოში დაბრუნება. უბრალოდ რადგანაც თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი გაზრდილია, დეპორტირებულების რიცხვიც ამიტომ მატულობს და ეს შემდეგ საგანგაშო ამბად გვეჩვენება. ამიტომ გვგონია, რომ უვიზომიმოსვლის გაქუმებას აპირებენ. არაფერი ასეთი არხდება და ეს ნელ-ნელა შემცირდება.
გერმანია ასევე აპირებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანოს. ხოლო თუ ეს სტატუსი მიანიჭა, ქართველი ემიგრანტების ბევრ განცახდებას აღარ განიხილავენ.
ისინი იმ ადამიანებს, რომლებიც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ უარს უფრო ადვილად და მალე ეტყვიან. სიტუაცია უფრო გამკაცრდება. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმში წერია, რომ თუ მიგრაცია 50%-ით გაიზარდა მაშინ ქვეყენას უფლება აქვს, რომ უვიზომიმოსვლის გაუქმებაზე განაცხადი გააკეთოს. სწორედ ამ საფრთხის გათვალსიწინებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“,-აცხადებს გოგოლაშვილი „მეტრონომთან“
მისივე განცხადებით, გერმანიის გარდა რამდენიმე ევროპული ქვეყანაც არის, სადაც ქართველი ემიგრანტების მეშვეობით, კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა. გოგოლაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამაში დამნაშავე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მიუხედავად ამისა, რიცხვი მაინც იზრდება და რაც უფრო მეტია თავშესაფრის მთხოვნელი და უარი რაც უფრო მეტია, მით უფრო დიდი რისკი არსებობს, რომ ქვეყანაში არარეგალურად დარჩენილი ჩვენი მოქალაქეები კრიმინალურ დაჯგუფებებში ჩაერთვებიან. გოგოლაშვილი ამბობს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპელ კოლეგებთან ერთად ამ პრობლემების მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, 48 საქართველსო მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან შსს ქართველების დეპორტაციის პროცესს განცხადებით ეხმაურება.
“საქართველოს მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. ავიარეისის დაგეგმვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ფედერალური პოლიციისა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ერთობლივი კოორდინაციით განხორციელდა.
აღნიშნული მოქალაქეების დაბრუნება მოხდა გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამავე რეისით, რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქე დაბრუნდა.
დუსელდორფი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოში დაბრუნდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის საკითხებზე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს,”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ელზა პაპოშვილი