ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სეტყვა კახეთში: დაზარალებულია ორი სოფელი

თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში კისისხევსა და წინანადალში სეტყვა მოვიდა. სტიქია დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა და ვენახებისა და ხეხილის ბაღების ნაწილი გაანადგურა.
თელავის მერიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით სტიქიის მასშტაბები მცირეა და ზარალის დასადგენად შესაბამისი კომისია იმუშავებს.

იტვირთბა....