საქართველოში ონლაინ ბაზარი დღითიდღე ვითარდება რაც კონკურენტულ გარემოს ქმნის. აქედან გამომდინარე, შექმნილი ვითარება სტარტაპებს უბიძგებს, საკუთარი პროდუქტი მორგებული გახადოს ნებისიერი მომხმარებელის სურვილზე. საბედნიეროდ, დღევანდელ რეალობაში ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები მეტად დააფასა საზოგადოებამ. Knit.Ge ხელით ნაქსოვი ნივთების ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ გააჩნია. მან ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო და მომხმარებლის დიდ მოწონებასთან ერთად, საკმაოდ მაღალი ნდობაც დაიმსახურა უმოკლეს დროში.
Knit.Ge-ს დამფუძნებლის, ნინო ჯაბანიშვილის თქმით ინტერნეტ მაღაზია აერთიანებს და აძლევს უნიკალურ შანსს ყველა იმ ადამიანს ვისაც შეუძლია ქსოვა და სწორედ ამიტომაა პროექტი ინოვაციური. ნებისმიერ მსურველს ეძლევა შანსი განათავსოს საკუთარი პროდუქცია საიტზე და რეალიზაცია გაუწიოს როგორც საკუთარ შესაძლებლობებს, ასევე პროდუქციასაც. აქედან გამომდინარე არჩევანი მრავალფეროვანი და ხარისხიანია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ხელნაკეთია.
ხელნაკეთი ნივთების ფასები მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. დღეს, ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, Knit.Ge-ს ფასები დაბალი და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამის თვალსაჩინო მაგალითია ისიც, რომ ჩანთების ფასები 15 ლარიდან იწყება. დაბალი ფასები არანაირად არ მოქმედებს ონლაინ მაღაზიის მიერ წარმოდგენილი ნივთების ხარისხზე.
მომხმარებლებთან სწრაფი კომუნიკაცია უმთავრესია. საიტზე შესვლითანავე ვხვდებით 24 საათიან ონლაინ მხარდაჭერის სერვისს, სადაც ოპერატორს შეუძლია უპასუხოს ყველა იმ კითხვას რაც გაგიჩნდებათ პროდუქციასთან ან შეძენის პროცედურებთან დაკავშირებით.
პროდუქიის მრავალფეროვნება განპირობებულია ხარისხიანი ხელნაკეთი, ნაქსოვი აქსესუარებით. ამჟამად, სეზონიდან გამომდინარე აქცენტი გაკთებულია ნაქსოვ, ტრენდულ ჩანთებზე. ზამთრის პერიოდში კი Knit.Ge შემოგთავაზებთ, ფართო არჩევანს ხელთათამანების, შარფების, წინდებისა და უამარავი ხელნაკეთი, ნაქსოვი აქსესუარის სახით.
გადახდის სისტემა მორგებულია მომხრებლის მოთხოვნილებაზე, სახლიდან გაუსვლელად, საკრედიტო ბარათით, ონლაინ რეჟიმში შეგვიძლია შევიძინოთ ნებისმიერი ნივთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით უფასოა და ადრესატამდე მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის განმავლობაში მიდის. ინოვაციურია ის ფაქტიც, რომ ნაქსოვი ნივთების ყიდვა კრიპტოვალუტითაცაა (Bitcoin, BitcoinCash, Litecoin, DASH) შესაძლებელი, რასაც ანალოგი ქართულ ბაზარზე არ გააჩნია.
ასე, რომ Knit.Ge იწვევს ყველა ქსოვის მოყვარულ ადამიანს, ვინც ნივთებს ქმნის სიყვარულით.
Knit.Ge -ს ყველა დანარჩენი სხვა მსგავსი პროექტისგან განასხვავებს უმაღლესი ხარისხი, ინოვაციური წამოწყებები და მომხმარებელზე მორგებული საუკეთესო პირობები.
ყველა პროდუქციის ნახვა, ონლაინ შეძენა და შეფასება შეგიძლიათ, როგორც ოფიციალურ საიტზე, ასევე Facebook და Instagram გვერდზე.