ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამწარებული ვარ”: დაჩი ცაგურია მატარებლის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

“მეტრონომი” წერდა, რომ ბათუმში, ღამით “შტადლერის” 2-სართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დააზიანეს, რადგან მე-4 ვაგონი მოხატეს. განრიგით, მატარებელი სადგურში 9 საათის განმავლობაში იდგა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და დაიწყო გამოძიება.

 

“საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “გამწარებული ვარ” – წერს ცაგურია.

“ვანდალური ფაქტი მოხდა რკინიგზის სადგურში. გვიან ღამით, პირველ ლიანდაგში მდგომი შტადლერის ორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს, კერძოდ, მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს. განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათი დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა აღნიშნული დანაშაული. საქართველოს რკინიგზამ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. შტადლერის ორსართულიანი მატარებელი 6 წუთის დაგვიანებით, თბილისის მიმართულებით 7:30-ზე გამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ დროულად გამოვლინდებიან სამართალდამრღვევი პირები და მიეცემიან პასუხისგებაში, აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო”.

იტვირთბა....