ახალი ამბები ბლიც-ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

17 მაისი, რომელ ღამის კლუბში დადიოდა, რას აკრძალავდა ქვეყანაში – ბლიც-ინტერვიუ ქუცნაშვილთან

მოწეული აქვს თუ არა მარიხუანა, ვინ არის მისთვის ყველაზე ლამაზი ქალი პოლიტიკოსი, ვის ისურვებდა პრეზიდენტად, – “მეტრონომმა” საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

მეტრონომი: რას აკრძალავდით ქვეყანაში?

ზაქარია ქუცნაშვილი: ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

მეტრონომი: ვინ არის ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი პოლიტიკოსი?

ქუცნაშვილი: ყველა ქალი სიმპათიურია.

მეტრონომი: მარიხუანა თუ გაქვთ მოწეული?

ქუცნაშვილი: მგონი, სტუდენტობისას გასინჯული უნდა მქონდეს. მოწეული კი არა, გასინჯული.

მეტრონომი: “ბასიანზე” ან სხვა ღამის კლუბში თუ ყოფილხართ?

ქუცნაშვილი: ღამის კლუბებში როგორ არ ვყოფილვარ. “ბასიანზე” არა, საპატრიარქოს გვერდით იყო “NIGHT OFFICE” და იქ დავდიოდი.

მეტრონომი: 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა თუ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე?

ქუცნაშვილი: ყოველდღე ოჯახის სიწმინდის დღეა და ყოველდღე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა. არც ერთს არ გამოვყოფდი.

მეტრონომი: საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ გვჭირდება?

ქუცნაშვილი: კი, გვჭირდება.

მეტრონომი: ყველაზე მეტად ვინ აკლია დღეს აქტიურ პოლიტიკას?

ქუცნაშვილი: თქვენ წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი.

მეტრონომი: უნდა აღინიშნებოდეს თუ არა 9 მაისი.

ქუცნაშვილი: რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნებოდეს. ეს არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე და მაშინ ცივილიზებული სამყარო მთავარი ბოროტების წინააღმდეგ დაირაზმა.

მეტრონომი: რა ასოციაციას იწვევს თქვენში გიორგი მარგველაშვილი?

ქუცნაშვილი: ფილოსოფოსის.

მეტრონომი: მომძლავრებულია თუ არა დღეს რუსული გავლენები?

ქუცნაშვილი: მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეშია მომძლავრებული. რუსეთმა პოსტაბჭოთა სივრცეში გავლენის აღდგენა დაისახა მიზნად.

მეტრონომი: საქართველოს გარდა, სხვაგან სად იცხოვრებდით?

ქუცნაშვილი: საქართველოს გარდა, სხვაგან ცხოვრებას არ ვაპირებ. თუმცა, ბევრი ქვეყანა მომწონს. მაგალითად, ავსტრია, ვენა საოცარი ქალაქია.

მეტრონომი: ივანიშვილის გარდა, ვის ისურვებდით პრეზიდენტად?

ქუცნაშვილი: მაგას ცოტა მოგვიანებით გეტყვით.

მეტრონომი: რას შეცვლიდით ქვეყანაში?

ქუცნაშვილი: საკადრო პოლიტიკას.

მეტრონომი: რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ ოპოზიციიდან?

ქუცნაშვილი: ოპოზიციიდან გაწონასწორებული პიროვნებაა გიგი წერეთელი. ასევე გაწონასწორებული კაცია დავით ბაქრაძე.

ავტორი: ბესო კუნელაური

იტვირთბა....