“ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ ევროსასამართლო არის ის საერთაშორისო სასამართლო ორგანო, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სადაც ცალსახად იქნება ხაზგასმული, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი ტატუნაშვილის მკვლელობაზე.
მისივე თქმით, ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ რუსეთის მხრიდან ჩადენილი დანაშაული იკვეთება.
“ამის დადასტურება ისეთი ორგანოს მხრიდან, როგორიცაა ევროსასამართლო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოზიციების გამყარებას. რუსეთი უნდა ვაიძულოთ, რომ გადაიხადოს კომპენსაცია მკვლელობისთვის.
რაც შეეხება არჩილს, ეს მას არ გააცოცხლებს, მაგრამ ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ, რომ რუსეთმა რაც შეიძლება ძვირი ფასი გადაიხადოს”,-განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მისი გადმოსვენება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს მოხდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტატუნაშვილს ცხედარს გარკვეული ორგანოები ამოცლილი აქვს რის გამოც მისი ექსპერტიზა გაჭიანურდა.