ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ამერიკელი თანამშრომელი, ავტოსაგზაო შემთხვევით გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული საქართველოში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის, მარკ მიტჩელისა და საქართველოს მოქალაქის ოჯახს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უსამძიმრებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმა მწუხარებით ადასტურებს, რომ 6 მაისს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა საელჩოს თანამშრომელი, მარკ მიტჩელი. ადგილობრივი ხელისუფლება ავტოსაგზაო შემთხვევას იძიებს. მარკი USAID-ის გუნდის ფასდაუდებელი წევრი იყო და მის არყოფნას ძალიან განვიცდით. ამერიკის საელჩოს გუნდი უთანაგრძნობს მარკის ოჯახს, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახსა და დაშავებულებს. მარკი ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას ჩვენი სამყაროს გაუმჯობესებისათვის. მან მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა თავის სამშობლოსა და მის საზღვრებს გარეთ. მარკი ემახსოვრებათ იმ თავდადებული შრომისათვის, რომელიც მან გასაჭირში მყოფთა დასახმარებლად გასწია“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე, დაბა მანგლისთან ავარია 6 მაისს მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, წალკიდან კოდის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. გარდაიცვალა ორი მგზავრი, ხოლო 17 პირი დაშავდა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღი

იტვირთბა....