ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში 15 წლის თიკო ნიკოლაძეს ეძებენ: არასრულწლოვანის ოჯახი დახმარებას ითხოვს

15 წლის გოგონას ოჯახი სოციალურ ქსელში წერს, რომ თიკო ნიკოლაძე გუშინ დილით სკოლაში წავიდა და არ მისულა. ხოლო მისი ადგილსამყოფელი აქამდე უცნობია. გოგონას ტელეფონზე უკავშირდებიან, თუმცა გამორთული აქვს. ასევე მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არც მის მეგობრებს არ გააჩნიათ. “მეტრონომი” გოგონას ფოტოებს ოჯახის თანხმობის შედეგად ავრცელებს და მოსახლეობას სთხოვენ მისი ნახვის შემთხვევაში მითითებულ ნომერზე დარეკონ.

“მეორე დღეა დაკარგულია ჩემი დიშვილი, თიკო (თინათინ) ნიკოლაძე,15 წლის!!! დილით სკოლაში წავიდა და არ მისულა, მიზეზი არ ვიცით. ეს არის მისი ფოტოები. გუშინ თითქმის ყველა მის მეგობარს გელაპარაკეთ და დაგამატეთ, თუ ვინმემ რამე იცით გაგვაგებინეთ ძალიან გთხოვთ! თიკო თუ ამას ხედავ დარეკე გევედრები ძალიან ცუდად ვართ, არავინ გისაყვედურებს, მხოლოდ შენი გამოჩენა გვინდა. ჩემი ნომერია: 599341424. თუ ვინმეს დახმარება შეგიძლიათ მომწერეთ. სულ რომ თავდაყირა დავდგე მზად ვარ. პოლოცია ეძებს, მაგრამ ეს როგორც ჩანს საკმარისი არაა. მადლობა წინასწარ”,-წერს გოგონას დეიდა სალომე კანდელაკი  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

იტვირთბა....