ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობოები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ და ამბობენ, რომ თუ 10 დღეში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმება, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ. სამოქალაქო სექტორის მოთხოვნაა საკანონმდებლო ორგანომ პროცესი კანონიერად და სამართლიანად წარმართოს.
„პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საკუთარი პოპულისტური განცხადებებით და ირაციონალური მოლოდინებით შეეწინააღმდეგა რეფორმის პროცესს, რომელიც პლატფორმის მიერ იქნა ინიცირებული. ამიტომ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო უნდა აგოს ხელისუფლებამ პასუხი და იმ დაწესებულებებმა, სადაც ხელმისაწვდომობა არის ნარკოტიკული ნივთიერებების“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი კოკა ლაბარტყავა