პარლამენტის განათლების ,მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.
ცვლილებებით, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო გახდება.
მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალებისა და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს შესაძლებლობა ექნება, მოსწავლის შეყოვნების მექანიზმი გამოიყენოს.განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით.
კანონში დაგეგმილი ცვლილებები უზრუნველყოფს, როგორც ბავშვის უფლებების უკეთ დაცვას, ასევე კონტროლის გაუმჯობესებას.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის 2018-2019 წლებში 10.6 მილიონი ლარი დაიხარჯება.