aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

238 ცალი ოქროს ყელსაბამი და 2 ერთეული ოქროს ზოდი: ოქროს კონტრაბანდის ხუთი ფაქტი გამოავლინა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, მათივე მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შემოიტანეს დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები – 238 ცალი ოქროს ყელსაბამი და 2 ერთეული ოქროს ზოდი. ხოლო დანარჩენ სამ შემთხვევაში, ბრალდებულები არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საქართველოში მალულად შემოტანას,  ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე  მიმაგრებული სახით   ცდილობდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში  ამოღებულია 4 590  გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები, რომელთა  საბაჟო ღირებულება  429 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი, მეორე და მეხუთე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

იტვირთბა....