საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში, რუსმა ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს. ოკუპანტებმა ამ ტერიტორიაზე ტრაქტორები 5 დღის წინ გამოიყვანეს. როგორც რუსი ოკუპანტები ამბობენ, ესენი ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებია.
სოფლის რწმუნებულის გიორგი ლაზარაშვილი ამბობს, რომ ხნული ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე არის გავლებული.
რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართების გაბმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყეს.