ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როგორ პრეზიდენტს ეძებს ივანიშვილი: კასტინგი “ქართულ ოცნებაში”

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ქართულ ოცნებაში” ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატების  კასტინგი დაიწყო. სახელდება სავარაუდო კანდიდატების გვარებიც, რომელთა ირგვლივაც აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს. თუმცა ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ რამდენიმე ადამიანმა ივანიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატობაზე უარი განუცხადა.

ერთ-ერთი მათგანი კი დავით მაღარაძეა. პოლიტოლოგი გია ნოდია “მეტრონომთან” აცხადებს, რომ ივანიშვილს სასურველი კანდიდატის შერჩევა ძალიან უჭირს, რადგანაც “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატობა არავის არ სურს. ნოდია ამბობს, რომ 5 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება ხდებოდა და ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების უპირობო შემსრულებელი არავის უნდა, რომ იყოს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ივანიშვილს ვინც სურს თავად იმ ადამაინებს არ უნდათ პრეზიდენტობა.

“საუბარი იყო დავით მაღრაძეზე, რომელმაც ივანიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატობაზე უარი უთხრა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ პრეზიდენტი უკვე სასაცილო ფიგურაა, რომელსაც მხოლოდ კარგად მოქცევა ევალება.   კარგად მოქცევაში კი ის შედის, რომ მან ზედმეტი არ უნდა ილაპარაკოს და მის მაგივრად ყველაფერი  ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს. ამ პოსტზე მას ისეთი არავინ დასთანხმდება, რომელიც სამომავლოდ საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდება. საბოლოო ჯამში ეჭვიც არ მეპარება, რომ ვიღაცას იპოვნიან, მაგრამ არც ისე არ უნდათ, რომ მთლად მართლაც ვიღაც იყოს. ივანიშვილს უნდა, რომ ეს იყოს არა პოლიტიკოსი არამედ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად არაფერს არ გადაწყვეტს”,-აცახდებს “მეტრონომთან” ნოდია.

 

იტვირთბა....