ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთისა და დე ფაქტო ცხინვალის ლიდერებმა პუტინს გაპრეზიდენტება მიულოცეს

ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ პრეზიდენტად გახდომა მიულოცეს. დღეს ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია ოფიციალურად გაიმართა.

რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის კავშირი მომავალში კიდევ უფრო გამყარდება, ხოლო ანატოლი ბიბილოვის თქმით, დეფაქტო ცხინვალში მოსკოვის ყურადღებას ძალიან აფასებენ.

ვლადიმერ პუტინი უკვე მეოთხედ გახდა რუსეთის პრეზიდენტი. ქვეყანას ის მომავალი 6 წლის განმავლობაშიც ჩაუდგება სათავეში.

2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,66 % მიიღო (56 მილიონზე მეტი).

იტვირთბა....