ახალი ამბები მთავარი სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და გასაღების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულსა და ფონიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. დაკავებულები არიან: 1967 წელს დაბადებული ფ.ნ., 1976 წელს დაბადებული ი.მ., 1984 წელს დაბადებული ე.ი., 1883 წელს დაბადებული ე.ი., 1975 წელს დაბადებული ი.ც., 1991 წელს დაბადებული ა.ი. და 1990 წელს დაბადებული რ.ა.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....