ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ციხელაშვილი: “გიორგობას ეკლესიის მონახულებისთვის ხელის შეშლა თავისთავად არის ძალიან სერიოზული პროვოკაცია”

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკლესიაში მისვლის ხელის შეშლის თაობაზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პროვოკაციად აფასებს.

“მთავარი თემა ყოველთვის არის ჰუმანიტარული წვდომა – ზოგადად გადაადგილების თავისუფლება, მაგრამ განსაკუთრებით ისეთ დღესასწაულებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის წარმოადგენს განსაკუთრებულ სიწმინდეს. გიორგობა დღეს ეკლესიის მონახულებისთვის ხელის შეშლა თავისთავად არის ძალიან სერიოზული პროვოკაცია. სამწუხაროდ, 2008 წლიდან მოყოლებული გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით ხდება ხოლმე პერიოდულად გადაადგილების სრულად ჩაკეტვა.

ისედაც იცით, რომ გადაადგილების თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია, მაგრამ ეს გახლავთ ხოლმე დროებითი ზომა, რომელიც გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მოსახლეობას ეს დამატებით პრობლემას უქმნის. ეს იქნება დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებუს მექანიზმის შეხვედრის განხილვის თემა 15 მაისს,”- განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. საზღვარი დაიკეტება 7 მაისის 20:00 საათიდან 10 მაისის 8:00 საათამდე. მანამდე გიორგობის დღესასწაულზე ხალხი ე.წ. საზღვარზე წირვისთვის ვერ გადავიდა.

იტვირთბა....