ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში საპროტესტო აქციას მძღოლები მართავენ

ზუგდიდში, მეოთხე დღეა საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროელემენტების მძღოლები გაფიცულები არიან. ამ წუთებში ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ არიან შეკრებილები.

მძღოლები, არალიცენზირებული და უკანონო ავტოსადგურების გაუქმებასთან ერთად,  დაკავებული მძღოლების გათავისუფლებას ითხოვენ. ზუგდიდელი მძღოლები რკინიგზის სადგურზე შეიკრიბნენ და გუბერნიასთან მოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 მძღოლი დააკავეს, ერთი ადმინისტრაციული წესით , 4 – ის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს და ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.

მათ მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 126-ე ( ცემის) და 150 – ე ( იძულების) მუხლებით. საქმე ეხება 4 მაისს მომხდარ ინციდენტს, რომელიც საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებსა და სხვა სადგურების მძღოლებს შორის მოხდა.

ზუგდიდში მძღოლების აქცია 4 მაისს დაიწყო.

იტვირთბა....