მათი ლეგალიზიაცია მათ გაიაფებას გამოიწვევს და ვინ დებილი იყიდის უფრო ძვირიან მკვლელ ნარკოტიკს, რომლის ყიდვის გამო შეიზლება დაგიჭირონ კიდეც, როდესაც აგერ იქნება ლეგლაურად შედარებიტ უსაფრთხო და იაფი ნარკოტიკი?, – წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
“მკვლელ ნარკოტიკებთან ბრძოლის ერთადერთი გზა არსებობს: არმაკვლელი ანუ მსუბუქი ნაკოტიკები, როგრიცაა მარიხუანა, ექსტაზი და სხვა შედარებით მსუბუქი კლუბური ნარკოტიკები გახდეს ლეგლაური. მათი ლეგალიზიაცია მათ გაიაფებას გამოიწვევს და ვინ დებილი იყიდის უფრო ძვირიან მკვლელ ნარკოტიკს, რომლის ყიდვის გამო შეიძლება დაგიჭირონ კიდეც, როდესაც აგერ იქნება ლეგლაურად შედარებიტ უსაფრთხო და იაფი ნარკოტიკი? თან როცა ისინი ლეგლაური იქნება, შეგიძლება მათი ხარისხი აკონტროლო და მოხმარების ინსტრუქციაც მოაყოლო შესაბამისი დოზირებით, როგორც წამლებს აქვს.
არ დამიწყოთ ახლა, მასეთ შემთხვევაში მოხმარება გაიზრდებაო და ა. შ.
კი ვხედავთ, მკაცრი ნარკოპოლიტკის პირობებში რამდენი ნარკომანი გვყავს. ერთ სულ მოსახლეზე ნარკომანების რაოდნეობით მოწინავე პოზიციებზე ვართ. მკაცრი პოლიტკა თუ ნარკომენაბის რაოდნეობას ამცირებს, რატომ ვართ მოწინავე პოზიციებზე? თან რომც დავუშვათ, გაზირდება მოხმარება, გაიზარდოს, სამაგოეროდ სიკვდილიანობა შემცირდება”, – წერს მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა დაღუპვის ვერსიად პოლიცია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას ასახელებს.