დამატებითი რეისი, საქართველოს რკინიგზამ ენიო მორიკონეს კონცერტისთვის დანიშნა.
19 მაისს კონცერტზე დასწრების მსურველებს „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურება. მატარებელი თბილისიდან 14:10 საათზე გავა და „ბლექ სი არენასთან“ მდებარე ბაქანზე 18:30 საათზე შევა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით 00:05 საათზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 საათზე იქნება.
შეგახსენებთ, რომ მორიკონე საქართველოში 18 მაისს ჩამოფრინდება და მისი კონცერტი Black Sea Arena სეზონს გახსნის.