ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავღანეთში ქართველმა სამხედროება გიორგობა აღნიშნეს

ავღანეთში, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე და I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონების სამხედროებმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული  აღნიშნეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო  ავრცელებს.

წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში, საეკლესიო ღვთისმსახურება III და I ქვეითი ბრიგადების კაპელანებმა, დეკანოზმა გობრონმა და დავითმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღავლინეს.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ახლო მომავალში დაასრულებს. ქვედანაყოფს, როტაციის  წესით, ეტაპობრივად I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი ანაცვლებს. უახლოეს მომავალში ახლადჩასული I ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფი სამოქმედო არეალს სრულად გადაიბარებს და საერთაშორისო მისიის შესრულებას დაიწყებს.

იტვირთბა....