ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბერა დამშვიდდი შვილო, წინ ნერვიულობა გელის, მამას თანადგომა დასჭირდება მატროსოვზე”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა მეგი გოცირიძემ რეპერ ბერა ივანიშვილს სტატუსი გამოუქვეყნა.

,,ბერა, დამშვიდდი შვილო, წინ დიდი ნერვიულობა გელის, მამას შენი თანადგომა დასჭირდება, მატროსოვზე სტაფილოს წვენის შეწოდება, ბროწეულის ოყნები და ნიცშეს კრიტიკის შეგზავნას დიდი ნერვები და ენერგია ესაჭიროება. ვიცი, ადვილი არ იქნება და ამიტომ აქედანვე გითანაგრძნობ, შვილები მშობლების დანაშაულებზე პასუხს არ აგებენ, პასუხს მხოლოდ დამნაშავეები აგებენ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე როგორც მშობლები, ასევე შვილები….
მუდამ შენი მეგი”.

მეგი გოცირიძის ეს სტატუსები მოჰყვა ბერა ივანიშვილის განცხადებას, რომ მას ,,კლუბ” ბასიანთან არანაირი შეხება არ აქვს და არც არასოდეს ყოფილა მისი. ივანიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ ცილისწამებას აქვს ადგილი და კანონის ფარგლებში იგი მზადაა პასუხი მოთხოვოს ყველას. (იხილეთ ბერა ივანიშვილის სტატუსი).

 

იტვირთბა....